ცხოვრების მიზანი
ცხოველური ცხოვრების მიზანი ინდივიდუალურობისა და განცალკევებულობის ძებნაა. ადამიანური ცხოვრების მიზანი ერთობის პოვნაა, განცალკევებულობის გრძნობის სანაცვლოდ. ღვთაებრივი ცხოვრების მიზანია სრულყოფილების ძებნა, სრულყოფილებისა - შინაგან სამყაროში, სრულყოფილებისა - გარეგან სამყაროში, სრულყოფილებისა - მთელ ღვთიურ სამყაროში. უზენაესის ცხოვრების მიზანი კმაყოფილების ძებნაა, კმაყოფილებისა, რომელიც კვებავს მისი ქმნილების რეალობას-სხეულს და მისი მარად ტრანსცენდენტალური ხილვის რეალობას-სულს.ცხოველური ცხოვრება ყოველთვის საზიანოა. ადამიანური ცხოვრება ყოველთვის ეჭვითაა აღსავსე. ღვთაებრივი ცხოვრება ყოველთვის სულით სავსეა. უზენაესის ცხოვრება ყოველთვის ნაყოფიერია.
ცხოველური ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფერს ბრძოლით მოვიპოვებ. ადამიანური ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფრის მოპოვებას ჭკუით შევძლებ. ღვთაებრივი ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფრის გაცემით მე გავხდები ის, რაც მსურს, გავხდე, და უფრო მეტიც, მე გავახარებ ღმერთს მისი ნებისამებრ. უზენაესის ცხოვრება მეუბნება, რომ ყველგან ერთობის გავრცელებით, მე არამხოლოდ ყველაფრად ვიქცევი, არამედ ასევე შევძლებ საჩუქრად შევთავაზო ეს ჩემი უნარი მისწრაფებულ კაცობრიობას.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977