შრი ჩინმოი, 1600-ზე მეტი წიგნის ავტორია
ეს საიტი ცდილობს მთლიანად მოიცვას შრი ჩინმოის ლიტერატურული ნაწარმოებები. ამჟამად ხელმისაწვდომია 1795 წიგნი, პერიოდული გამოცემა და სხვა ნაწარმოები, რომელთაგან 4 ითარგმნა Georgian ენაზე.

წიგნების სია:

ორიგინალური ინგლისური სათაურები:

შრი ჩინმოის ნაწარმოები

საუბრები და უნივერსიტეტის ლექციები

Sri Chinmoy gives lecture in Osloშრი ჩინმოი კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს უნივერსიტეტებში, მათ შორის ჰარვარდში, ოქსფორდსა და კემბრიჯში, სადაც ხაზს უსვამდა იოგის, რელიგიისა და სულიერების ჭეშმარიტებას თანამედროვე მაძიებლისთვის. წიგნი ჩემი სუროს ლიგის ფოთლები მოიცავს ლექციებს ჰარვარდში, იელსა და სტენფორდში.

კითხვებზე პასუხები

Sri Chinmoy answering questionsწლების განმავლობაში შრი ჩინმოიმ უპასუხა უამრავ კითხვას სულიერი ცხოვრების შესახებ, სთავაზობდა პრაქტიკულ ხელმძღვანელობას მარტივი, პირდაპირი და ძლიერი პასუხებით. ეს კითხვები თავმოყრილია წიგნებში: შრი ჩინმოი პასუხობს და ცეცხლის ტალღები.

პოეზია

My Flute - a book by Sri Chinmoyშრი ჩინმოი იყო ნაყოფიერი პოეტი, რომელმაც დაწერა 130 000-ზე მეტი ლექსი, ლოცვა და აფორიზმი. შრი ჩინმოის ბევრი ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსი შესულია წიგნში ჩემი ფლეიტა

შრი ჩინმოის პოეტური ნაწარმოებების დიდი ნაწილი შესულია სამ ეპიკურ კრებულში:

მოთხრობები

Life's Bleeding Tears and Flying Smiles - a book by Sri Chinmoyშრი ჩინმოის უყვარდა ისტორიების მოყოლა. შრი ჩინმოის მოთხრობებს შორის არის ბევრი ტრადიციული ინდური ისტორია: ინდოეთი და მისი სასწაულთა ზეიმის სერია, ასევე ისტორიები სხვადასხვა ქვეყნებიდან თანამდვე ინტერპრეტაციით.

პიესები

Siddhartha becomes the Buddha - a book by Sri Chinmoyშრი ჩინმოი წერდა პიესებს დიდი ავატარების ცხოვრებაზე, მათ შორის: ბუდაზექრისტეზე, შრი ჩაიტანიაზე და შრი რამაკრიშნაზე, სადაც საუბარია მათი სწავლების და ცხოვრების კვინტესენციაზე. ამ პიესებში ხაზი აქვს გასმული სხვადასხვა სულიერი ტრადიციების ერთობაზე.

კეთილი სიტყვები მსოფლიო ლიდერებზე

President Mandela with Sri-Chinmoy at the Presidential Mansion in Pretoria.jpgშრი ჩინმოიმ დაწერა უამრავი წიგნი იმ ადამიანებზე, რომლებითაც ღრმად აღფრთოვანებული იყო. ამ წიგნებშია ლექსები, სიმღერები და საუბრები იმ დიდი პიროვნებების დიდ მიღწევებზე, როგორებიცაა პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, პრეზიდენტი ნელსონ მანდელა და დედა ტერეზა.

ისტორიები შრი ჩინმოის ცხოვრებიდან

Sri Chinmoy running on trackშრი ჩინმოის არ დაუწერია ავტობიოგრაფია, მაგრამ მან დაგვიტოვა უამრავი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონება, რომლებიც გამოქვეყნებულია მის წიგნებში. მოგვიანებით, უკვე ამერიკაში ცხოვრების დროს, შრი ჩინმოი გვიყვებოდა სახალისო ისტორიებს თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც გამოქვეყნდა წიგნებში: მსოფლიო გამოცდილების ხეზე მძრომიალე (ისტორიები მისი საერთაშორისო მოგზაურობებიდან) და ირბინე და გახდი (ისტორიები მომხდარი მისი სპორტული ვარჯიშების დროს).