შრი ჩინმოის შესახებ

sri_chinmoy.jpg

შრი ჩინმოი დაიბადა აღმოსავლეთ ბენგალში, ინდოეთში 1931 წელს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი ინგლისურ ენაში, რომელიც სიცოცხლის მანძილზე 1550-ზე მეტი გამოქვეყნებული წიგნის ავტორია. მისი ლიტერატურის მიზანია წარმართოს მკითხველი საკუთარი თავის აღმოჩენისა და ბედნიერებისკენ მოგზაურობაში, განმარტოს სულიერი ცოდნის მარადიული სწავლებანი და ჩამოაყალიბოს ჩვენს დროში მსოფლიო ჰარმონიის მიღწევის მკაფიო ხედვა.

შრი ჩინმოი ჩავიდა ნიუ-იორკში 1964 წელს, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, ოქტომბრის 2007 წლამდე. მისი პირველი წიგნი მედიტაციები: საკვები სულისთვის გამოიცა 1970 წელს. შრი ჩინმოის ბევრი წიგნი შედგება მისი საჯარო გამოსვლებისგან, რომელსაც მოგვიანებით წერილობითი ფორმა მიეცა. მათ შორისაა ლექციები საუნივერსიტეტო ტურებიდან, გამოსვლები გაერო-ს შტაბ-ბინაში და მრავალი კითხვა-პასუხი მის სტუდენტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.

როგორც სულიერი მოძღვარი, შრი ჩინმოი წააწყდა სიტყვების გამოყენების პარადოქსს „გამოუთქმელობის“ გამოსათქმელად - რადგან უზენაესი ჭეშმარიტება სიტყვებსა და ცნებებისთვის მიუწვდომელია. მიუხედავად ამისა, კალამს და ენას აქვს შთაგონების, ამაღლებისა და გამომჟღავნების უდავო ძალა. თავის ნაწერებში შრი ჩინმოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჭეშმარიტების გაცნობიერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა გონების საზღვრები გადალახულია. თუმცა, როცა გონება ეჯახება მაღალ იდეალებს, გონებას შეუძლია დაინახოს ჩვეულებრივს მიღმა. მისი ნაწერმოებიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიგვეღო, შრი ჩინმოი გვირჩევდა ისინი „გულით“ წაგვეკითხა, რათა ჩვენ ინტუიციას, გრძნობას და შინაგანი სიბრძნესაც გაეღვიძათ და ეპასუხათ.

შრი ჩინმოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გონების გასხვოსნება მხოლოდ წიგნებით შეუძლებელია. მაგალითად, მედიტაციაში მან ამჯობინა სწავლება დუმილით, რადგან გონების დუმილში შესაძლებელი ხდება სულიერების ფაქიზი სწავლებების გადაცემა ყველაზე ეფექტურად.

შრი ჩინმოის სულიერი გამოცდილებების წერილობითი ფორმით გადმოცემის საყვარელი საშუალება პოეზიაა. როგორც ის ამბობს:

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანი წერს პროზას, ღმერთი კი წერს პოეზიას ადამიანში და მის მეშვეობით". [1]
- შრი ჩინმოი

სწორედ ამ უკანასკნელ ფორმაზეა კონცენტრირებული შრი ჩინმოის შემდგომი ლიტერატურული საქმიანობა. ცხოვრების ბოლომდე შრი ჩინმოიმ დაასრულა 50000-ზე მეტი აფორიზმი-ლექსი, როგორც მისი პროექტის "სამოცდაჩვიდმეტი ათასი მსახუურების ხე"-ს ნაწილი, რომელმაც მან დაიწყო 1998 წელს და გეგმავდა 77000 მოკლე ლექსის დაწერას. ეს კრებული მოჰყვა ადრინდელ 10,000 მოკლე ლექსის კრებულს, სახელწოდებით "ათი ათასი ყვავილის ალი", რომელიც შრი ჩინმოიმ დაასრულა 1983 წელს, და 27,000 მოკლე ლექსების კიდევ ერთი კრებული სახელწოდებით "ოცდაშვიდი ათასი მისწრაფების ნერგი", რომელიც დასრულდა 1998 წელს.

"ლექსის დასაწერად პოეტმა უნდა გადაიტანოს საკუთარი თავი მუზის სფეროში და იქ დაკარგოს თავი. ის უნდა იყოს ალივით, რომელიც საკუთარი თავის გარდა ყველაფერს წვავს" [2].
- შრი ჩინმოი

შრი ჩინმოის წიგნებში ასევე მრავალი მოთხრობაა და პიესა, რომელიც გვთავაზობს გზავნილებს ცხოვრების შესახებ. ისინი ხშირად ემყარება ტრადიციულ ხალხურ მოთხრობებს. ბევრი პიესა ეხება ცნობილ სულიერ მოღვაწეებს. პიესა სიდჰართა ხდება ბუდა ხშირად იდგმებობა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

შრი ჩინმოის ნაწარმოებები ფართოდ იქნა მოწონებული მეცნიერების, პროფესორებისა და მწერლების მიერ მთელ მსოფლიოში. შრი ჩინმოის მისი ლიტერატურული მიღწევებისთვის მიღებული აქვს უამრავი ჯილდო - ოქროს მედალი ლიტერატურის დარგში პარიზის ლუტესის საერთაშორისო აკადემიიდან და ლიტერატურული ჯილდო გამოჩენილი მიღწევებისთვის გაეროს მწერალთა საბჭოს საზოგადოებისგან (1993). მას ასევე მიენიჭა მრავალი საპატიო წოდება ლიტერატურულ და სხვა დარგებში მსოფლიო ჰარმონიის ხელშეწყობაში შესრულებული როლისთვის.

შრი ჩინმოიმ დატოვა სხეული 2007 წლის 11 ოქტომბერს. თუმცა, ახალი წიგნები ჯერ კიდევ იბეჭდება მანამდე გამოუქვეყნებელი წერილობითი და აუდიო მასალების გამოყენებით.

სქოლიო

[1] შრი ჩინმოი, შრი ჩინმოის პასუხობს, ნაწილი 07, აგნი პრეს, 1996

[2] შრი ჩინმოი, დასავლეთს ფილოსოფოსები-მოაზროვნეები: გონების ძალის კოშკები და პოეტები-წინასწარმეტყველები: გულის არომატული საათები, აგნი პრეს, 1998