დღეს მე ვიმღერებ
დღეს მე ვიმღერებ. ჩემს შინაგან სამყაროში მე ღვთის სილამაზის სიმღერას ვიმღერებ. ჩემს გარეგან სამყაროში მე ღვთის ვალის სიმღერას ვიმღერებ.დღეს მე ვიმღერებ არა იმ სიმღერას, რომელიც ასე კარგად ვიცოდი, იმედგაცრუების სიმღერას, არამედ ახალ სიმღერას ვიმღერებ, გასხივოსნების სიმღერას.
დღეს მე ვიმღერებ მხოლოდ ჩემი საყვარელი უზენაესის ღვთაებრიობის გამოღვიძებაზე და გამოვლინებაზე; არასოდეს, არასოდეს ვიმღერებ ჩემი თვითგანდიდების სიმღერებს.
დღეს მე ვიმღერებ სრულყოფილების სიმღერას მისწრაფებულ სასრულ ცხოვრებაში.
დღეს მე ვიმღერებ უზენაესის, ჩემი უზენაესი მესაჭის სიმღერას სასრულის ძახილში.
დღეს მე ვიმღერებ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, დავაჩქარო ჩემი ცხოვრების მოგზაურობა, და ნელა და უშეცდომოდ მივუახლოვო ჩემი მიზანი ჩემს არსებობა-რეალობას.
დღეს მე ვიმღერებ სიმღერას, რომელიც ახლახან ვისწავლე ჩემი საყვარელი უზენაესისგან, და ეს სიმღერა უწყვეტი თვითშეთავაზებისაა. რა არის თვითშეთავაზება? თვითშეთავაზება ეს ადამიანის რეალობის აღმოჩენაა, რომელმაც ამოირჩია ღმერთი.