მე მხოლოდ ორჯერ ვცხოვრობდი
მე მხოლოდ ორჯერ ვცხოვრობდი: ერთხელ ერთმანეთის გამგუდავ და ერთმანეთის მჭამელ ცხოველთა სამეფოში, მეორედ კი - ეჭვებით აღსავსე ადამიანთა სამეფოში.ეხლა მე ვცხოვრობ მხოლოდ ორჯერ: ერთხელ - მერყეობის სამყაროში, მეორედ კი - გაუცნობიერებლობის სამყაროში.
მე მხოლოდ ორჯერ ვიცხოვრებ: ერთხელ - ჩემი გულის-მადლიერების ღიმილში, მეორედ კი - ღვთის სინათლის-კმაყოფილების გულში.
რათა გავიზარდო და შევიძინო სულ უფრო მეტი და მეტი გამოცდილება, სულიერად მოვმწიფდე, მე მხოლოდ ორჯერ ვიცხოვრებ: ერთხელ ნერგში-მისწრაფებაში, მეორედ კი ხეში-რეალიზაციაში და ნაყოფში-რეალიზაციაში.
ამიერიდან მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ჩემს სამყაროში-მისწრაფებაში ვიცხოვრო. იქ მე ვნახავ, რომ ჩემი საყვარელი უზენაესი მომიწოდებს და მაღლა მიიწევს, რათა გამოავლინოს სინათლის ახალი სამყარო, დაპირების ახალი სამყარო.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977