ეხლა მე ვცხოვრობ მხოლოდ ორჯერ: ერთხელ - მერყეობის სამყაროში, მეორედ კი - გაუცნობიერებლობის სამყაროში.
მე მხოლოდ ორჯერ ვიცხოვრებ: ერთხელ - ჩემი გულის-მადლიერების ღიმილში, მეორედ კი - ღვთის სინათლის-კმაყოფილების გულში.
რათა გავიზარდო და შევიძინო სულ უფრო მეტი და მეტი გამოცდილება, სულიერად მოვმწიფდე, მე მხოლოდ ორჯერ ვიცხოვრებ: ერთხელ ნერგში-მისწრაფებაში, მეორედ კი ხეში-რეალიზაციაში და ნაყოფში-რეალიზაციაში.
ამიერიდან მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ჩემს სამყაროში-მისწრაფებაში ვიცხოვრო. იქ მე ვნახავ, რომ ჩემი საყვარელი უზენაესი მომიწოდებს და მაღლა მიიწევს, რათა გამოავლინოს სინათლის ახალი სამყარო, დაპირების ახალი სამყარო.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1