ცხოველური ცხოვრება ყოველთვის საზიანოა. ადამიანური ცხოვრება ყოველთვის ეჭვითაა აღსავსე. ღვთაებრივი ცხოვრება ყოველთვის სულით სავსეა. უზენაესის ცხოვრება ყოველთვის ნაყოფიერია.
ცხოველური ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფერს ბრძოლით მოვიპოვებ. ადამიანური ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფრის მოპოვებას ჭკუით შევძლებ. ღვთაებრივი ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფრის გაცემით მე გავხდები ის, რაც მსურს, გავხდე, და უფრო მეტიც, მე გავახარებ ღმერთს მისი ნებისამებრ. უზენაესის ცხოვრება მეუბნება, რომ ყველგან ერთობის გავრცელებით, მე არამხოლოდ ყველაფრად ვიქცევი, არამედ ასევე შევძლებ საჩუქრად შევთავაზო ეს ჩემი უნარი მისწრაფებულ კაცობრიობას.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1