ინტუიცია

ინტუიციავ, შენ დიდებული რამ ხარ. შენ უსწრაფესზე სწრაფად მიჰქრი. შენ დიდებული რამ ხარ, რადგან ელვისებური სიჩქარე გაქვს. შენი ელვისებური სიჩქარე სუსტს აშინებს, ძლიერს ამხნევებს, სულელს აბნევს და ბრძენს ახარებს.

ო, ინტუიციავ, შენ ნამდვილად დიდებული რამ ხარ. შენ გაქვს შიდა და გარე სამყაროს შეცნობის უნარი. მაგრამ ამაოდ, შენ არ გაგაჩნია სამყაროს შეცვლის უნარი. თუ სამყაროს შეცვლა მოგინდება, შენ მოგიწევს რეალიზაციისკენ გეზის აღება. ის არა მხოლოდ აასრულებს შენს სურვილს, არამედ ახალი ძღვენით დაგასაჩუქრებს: კმაყოფილებით ღვთის რეალიზაციაში, კმაყოფილებით ღვთის გამოცხადებაში, კმაყოფილებით ღვთის გამოვლენაში.

ამ გვერდის თარგმანები: Russian , Italian , Slovak , Czech , Ukrainian , French
ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით ea 26
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.