იოგა ერთობაა
იოგა შეგნებული ერთობაა.იოგა შეგნებული ერთობაა იმასთან, რაც მაქვს და იმასთან, რაც ვარ.
ის, რაც მაქვს, ღვთის რეალიზაციაა. ის, რაც ვარ, ღმერთი-აღტაცებაა.
იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის მარადიულ მოვალეობასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის უსასრულო მშვენიერებასთან.
იოგა შეგნებული ერთობაა დედამიწის ვედრებასთან-არასრულფასოვნებასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ზეცის ღიმილთან-თვითკმარობასთან.
იოგა შეგნებული ერთობაა ადამიანის მინდობა-სრულყოფილებასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის კმაყოფილებასთან-მიღებასთან.
იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის ნავთან-ხილვასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის ნაპირთან-რეალობასთან.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977