შენ სრულყოფილი ხარ
შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი ვიტალის ნაკადი-დინამიზმი. მე ვხედავ, შენ ის გაქვს. გმადლობ.შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი გონების მდინარე-უშფოთველობა. მე ვხედავ, შენ ის გაქვს. გმადლობ.
შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი გულის ზღვა-ღვთაებრიობა. მე ვხედავ შენ ის გაქვს. გმადლობ.
შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი სხეულის წვეთი-სისუფთავე. მე ვხედავ შენ ის გაქვს. გმადლობ.
ნამდვილად, მართალი ხარ. უთუოდ სრულყოფილი ხარ.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977