ინტუიცია

ინტუიციავ, შენ დიდებული რამ ხარ. შენ უსწრაფესზე სწრაფად მიჰქრი. შენ დიდებული რამ ხარ, რადგან ელვისებური სიჩქარე გაქვს. შენი ელვისებური სიჩქარე სუსტს აშინებს, ძლიერს ამხნევებს, სულელს აბნევს და ბრძენს ახარებს. ო, ინტუიციავ, შენ ნამდვილად დიდებული რამ ხარ. შენ გაქვს შიდა და გარე სამყაროს შეცნობის უნარი. მაგრამ ამაოდ, შენ არ გაგაჩნია სამყაროს შეცვლის უნარი. თუ სამყაროს შეცვლა მოგინდება, შენ მოგიწევს რეალიზაციისკენ გეზის აღება. ის არა მხოლოდ აასრულებს შენს სურვილს, არამედ ახალი ძღვენით დაგასაჩუქრებს: კმაყოფილებით ღვთის რეალიზაციაში, კმაყოფილებით ღვთის გამოცხადებაში, კმაყოფილებით ღვთის გამოვლენაში.

From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1