ჩვენი სიმშვიდე შიგნითაა

თქვენ ვერ გექნებათ სიმშვიდე თქვენს გარეგან ცხოვრებაში, სანამ არ დაამყარებთ სიმშვიდეს თქვენს შინაგან ცხოვრებაში. ყველაფერი სწორედ შინაგანი სამყაროდან იწყება. დილაადრიან, სახლიდან გასვლის წინ, თუ რამოდენიმე ღვთაებრივ აზრს განძივით მიეფარებით, ისინი თქვენს გარეგან ცხოვრებაში შემოვა, როგორც ენერგიით დამმუხტველი და ასრულების მომტანი რეალობა.

დილაადრიან, სანამ ცხოვრების ორომტრიალში შეაბიჯებთ, რეგულარულად უნდა იმედიტიროთ თხუთმეტი წუთი ან ნახევარი საათი. მაშინ, როდესაც სახლიდან გახვალთ, თქვენ საიმედოდ დაცულნი იქნებით არა ჯავშნით, არამედ ღვთაებრივი აზრებით, ღვთაებრივი იდეებით და ღვთაებრივი მიზნით.

როცა სწორად ვმედიტირებთ, ჩვენ აუცილებლად ვგრძნობთ გონების სიმშვიდეს. ჩვენ ასევე აუცილებლად ვგრძნობთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გული, რომელსაც შეუძლია დაიტიოს მთელი სამყარო. ჩვენ ვიგრძნობთ სპონტანურ სიხარულს. ზოგჯერ არც გვეცოდინება საიდან მოდის ეს სიხარული, მაგრამ სინამდვილეში ის ჩვენი მედიტაციიდან მოდის.

ღრმად ჩვენში მარადიული მდუმარება, სიმშვიდე და წონასწორობაა. როდესაც სრულიად მშვიდად და წყნარად ვართ, ვგრძნობთ, რომ შინაგანი ცხოვრება გვთავაზობს საკუთარ ენერგიას. ჩვენ ადამიანურ გონებას შეიძლება არც ესმოდეს ამ ენერგიის იმიტომ, რომ ის გონებაში არ იბადება. მაგრამ ჩვენი გული იღებს ამ ენერგიას სულისგან.

ღრმა მედიტაციის დროს მხოლოდ გული მოქმედებს. გონების აქტიურობა მთლიანად წყდება. გული საკუთარ თავს სიმშვიდესთან აიგივებს, სიმშვიდეში კი ჩვენ ვზრდით შინაგან ჭეშმარიტებას და შინაგან სინათლედ ვიქცევით.

მე ვმედიტირებ ისე, რომ შემიძლია ავავსო ჩემი შინაგანი არსება სიმშვიდის ყოვლისშემძლე ძალით.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 98
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.