გონების სიმშვიდე
პირველი ნაბიჯი გონების სიმშვიდისკენ - გულწრფელად ვიგრძნოთ, რომ ჩვენ არ ვართ შეუცვლელები. ჩვენ ვკარგავთ გონების სიმშვიდეს, რადგანაც ვგრძნობთ, რომ სხვებს ჩვენგან რაღაც ჭირდებათ, ან ჩვენ გვჭირდება რაღაც სხვებისგან. ჩვენ ვგრძნობთ, რომ, თუ არ გავაკეთეთ ეს, ან არ ვთქვით ის, - ქვეყანა დაიქცევა ან ყველაფერი დაუყოვნებლივ აირ-დაირევა. მაგრამ იმ წამს, როცა გულწრფელად ვიგრძნობთ, რომ შეუცვლელნი არ ვართ, ჩვენ არსად არ მოგვიწევს წასვლა სიმშვიდის მოსაპოვებლად, რადგანაც სიმშვიდე დაუყოვნებლივ მოვა ჩვენთან.სიმშვიდის მოპოვების კიდევ ერთი ადვილი გზაა, ვიგრძნოთ, რომ არაფერია მეტისმეტად მნიშვნელოვანი. ყველას შეუძლია მოგვატყუოს ან მიგვატოვოს, ოღონდ ღმერთმა არ მიგვატოვოს, და ჩვენ არ მივატოვოთ ღმერთი. ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს იმიტომ, რომ ის განხორციელებული შეწყალებაა, და მთელი ძალითაც რომ ვეცადოთ, ჩვენ ვერ მივატოვებთ ღმერთს იმიტომ, რომ ის ყველგანმყოფია. შეუცვლელი არაფერია დედამიწაზე, გარდა ღმერთისა. თუ შეგნებულად და მუდმივად ვაგრძნობინებთ საკუთარ თავს, რომ მხოლოდ ის არის შეუცვლელი, მაშინ ვერაფერი შეძლებს ჩვენი გონების სიმშვიდის წართმევას.
სიმშვიდეს ვაღწევთ, როდესაც არაფერს ველოდებით სამყაროსგან, და მხოლოდ გავცემთ, გავცემთ და გავცემთ უპირობოდ იმას, რაც გვაქვს და იმას, რაც ვართ.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997