სიმშვიდის მოპოვების კიდევ ერთი ადვილი გზაა, ვიგრძნოთ, რომ არაფერია მეტისმეტად მნიშვნელოვანი. ყველას შეუძლია მოგვატყუოს ან მიგვატოვოს, ოღონდ ღმერთმა არ მიგვატოვოს, და ჩვენ არ მივატოვოთ ღმერთი. ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს იმიტომ, რომ ის განხორციელებული შეწყალებაა, და მთელი ძალითაც რომ ვეცადოთ, ჩვენ ვერ მივატოვებთ ღმერთს იმიტომ, რომ ის ყველგანმყოფია. შეუცვლელი არაფერია დედამიწაზე, გარდა ღმერთისა. თუ შეგნებულად და მუდმივად ვაგრძნობინებთ საკუთარ თავს, რომ მხოლოდ ის არის შეუცვლელი, მაშინ ვერაფერი შეძლებს ჩვენი გონების სიმშვიდის წართმევას.
სიმშვიდეს ვაღწევთ,
როდესაც არაფერს ველოდებითსამყაროსგან,
და მხოლოდ გავცემთ, გავცემთ და გავცემთუპირობოდ
იმას, რაც გვაქვს და იმას, რაც ვართ.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj