თავი მეცამეტე
დაბრუნება წყაროსთან
*ღმერთს უამრავი შვილი ყავს,* *მაგრამ ყველაზე საყვარელი შვილის სახელი* *სიმშვიდეა.*სულიერი მოგზაურობის დასაწყისში, თითქმის ყველა ადამიანი გრძნობს, რომ სიმშვიდე მიუღწეველია. როდესაც ჩვენი მისწრაფების ალი მაღლა და მაღლა მიიწევს, შინაგანი სიმშვიდე სპონტანურად იწყებს გაფურჩქვნას ჩვენი არსების გულის სიღრმეში. ერთხელაც ჩვენ შევამჩნევთ, რომ სიმშვიდის ზღვაში ვცხოვრობთ და სიმშვიდისგან განუყოფელნი ვართ.
სიმშვიდე ხელშესახები რამაა. ის ახშობს გონებიდან გამომავალ ენერგიას და კვებავს მისწრაფებულ გულს. სიმშვიდე არ არის უბრალოდ ჩხუბისა და ბრძოლის არარსებობა. ნამდვილ სიმშვიდეზე ზეგავლენას ვერ ახდენს სამყაროს ღრიანცელი და აყალ-მაყალი, ვერც შინაგანი და ვერც გარეგანი. სიმშვიდის ზღვა ჩვენს განკარგულებაშია, თუ მივსდევთ სულიერ ცხოვრებას.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997