დილაადრიან, სანამ ცხოვრების ორომტრიალში შეაბიჯებთ, რეგულარულად უნდა იმედიტიროთ თხუთმეტი წუთი ან ნახევარი საათი. მაშინ, როდესაც სახლიდან გახვალთ, თქვენ საიმედოდ დაცულნი იქნებით არა ჯავშნით, არამედ ღვთაებრივი აზრებით, ღვთაებრივი იდეებით და ღვთაებრივი მიზნით.
როცა სწორად ვმედიტირებთ, ჩვენ აუცილებლად ვგრძნობთ გონების სიმშვიდეს. ჩვენ ასევე აუცილებლად ვგრძნობთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გული, რომელსაც შეუძლია დაიტიოს მთელი სამყარო. ჩვენ ვიგრძნობთ სპონტანურ სიხარულს. ზოგჯერ არც გვეცოდინება საიდან მოდის ეს სიხარული, მაგრამ სინამდვილეში ის ჩვენი მედიტაციიდან მოდის.
ღრმად ჩვენში მარადიული მდუმარება, სიმშვიდე და წონასწორობაა. როდესაც სრულიად მშვიდად და წყნარად ვართ, ვგრძნობთ, რომ შინაგანი ცხოვრება გვთავაზობს საკუთარ ენერგიას. ჩვენ ადამიანურ გონებას შეიძლება არც ესმოდეს ამ ენერგიის იმიტომ, რომ ის გონებაში არ იბადება. მაგრამ ჩვენი გული იღებს ამ ენერგიას სულისგან.
ღრმა მედიტაციის დროს მხოლოდ გული მოქმედებს. გონების აქტიურობა მთლიანად წყდება. გული საკუთარ თავს სიმშვიდესთან აიგივებს, სიმშვიდეში კი ჩვენ ვზრდით შინაგან ჭეშმარიტებას და შინაგან სინათლედ ვიქცევით.
მე ვმედიტირებ
ისე, რომ შემიძლია ავავსოჩემი შინაგანი არსება
სიმშვიდის ყოვლისშემძლე ძალით.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj