სიმშვიდე შინაგანი სიმდიდრეა
დილაადრიან, როდესაც ლოცულობთ და მედიტირებთ, იგრძენით, რომ თქვენ მოიპოვეთ ჭეშმარიტი სიმდიდრე სიმშვიდის სახით. როგორც ფულს ინახავთ ჯიბეში, ისე შეგიძლიათ შეინახოთ სიმშვიდე თქვენს გულში. ფულის ძალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი, რაც გსურთ. ზუსტად ასევე, სულიერი ენერგია, რომელსაც იღებთ ლოცვიდან და მედიტაციიდან, ნამდვილი ძალაა. როდესაც ადამიანები კამათობენ, ჩხუბობენ ან არაღვთაებრივად იქცევიან, უბრალოდ წინა პლანზე გამოიტანეთ შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა, რომელსაც ინახავთ გულში. ხელახლა აავსეთ საკუთარი თავი შინაგანი სიმშვიდით. შინაგანი სიმშვიდის ძალა უსასრულოდ უფრო საიმედო და რეალურია, ვიდრე ნებისმიერი გარეგანი არეულობა, ვინც არ უნდა ქმნიდეს მას დედამიწაზე. თქვენს შინაგან სიმშვიდეს ადვილად შეუძლია შთანთქას სხვების მიერ გამოწვეული გაღიზიანება.ჭამის შემდეგ, თქვენ, ჩვეულებრივ, არ დარბიხართ და არ ვარჯიშობთ. მსგავსად ამისა, როცა სულიერი საკვები - სიმშვიდე, სინათლე ან ნეტარება მიიღეთ, თქვენ ჩუმად და წყნარად უნდა იყოთ გარკვეული დროის განმავლობაში. სანამ შეთვისება არ მოხდება, არსებობს რეალური შესაძლებლობა, იმისა, რომ მიღებული სიმშვიდე გაუჩინარდება. მაგრამ, როდესაც ის შეთვისებულია, ის ხდება თქვენი არსებობის ნაწილი და თქვენ ვერასოდეს დაკარგავთ მას. ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც სულიერებას მიყვება და რეგულარულად მედიტირებს, ასევე დაგეხმარებათ სიმშვიდის შეთვისებაში.
*ნელა და გულმოდგინედ უნდა აჩუმებდეთ თქვენს გონებას,* *რათა სიმშვიდის მტრედმა შეძლოს მასში დაბუდება.*
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997