სიმშვიდე, დინამიზმი და ძალა
სიმშვიდე თავისთავად ძალაა. თუ შინაგან სიმშვიდეს ფლობთ, თქვენ სიხარული და აღტაცება არ დაგტოვებთ, როცა გარეგან სამყაროში შეხვალთ. გარე სამყარო შეიძლება თქვენს კონტროლქვეშ იყოს, როდესაც გონების სიმშვიდე გაქვთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ საკუთარ სიმშვიდეს შექმნით.უდიდეს ძალაში სიმშვიდეა დავანებული. ის, ვინც გარეგნულად ძლიერია; მაგალითად, მოკვრივე ან მონარქი, დიდ სიმშვიდეს და თვითრწმენას ფლობს შინაგანად. თუ პიროვნება არ არის ძალიან ძლიერი, ხელებს მუჭავს და თავის დასაცავად ემზადება. ის აჩვენებს, რომ ბრძოლა შეუძლია. მაგრამ თუ ვინმეს აქვს უსაზღვრო შინაგანი ძალა, ის ამას გარეგნულად არ ამჟღავნებს, მოდუნებულია იმიტომ, რომ მისმა შინაგანმა ძალამ მისცა მას თვითრწმენა. ის ღვთაებრივი გმირივითაა. ნებისმიერ დროს შეუძლია დაამარცხოს მტერი ან გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997