სამი უკვდავი რამ
ადამიანურ სამყაროში სამი რამ მუდამ არსებობს: შიში, მღელვარება და ეჭვიანი გონება. ეს სამი ადამიანური ნაკლი, საბოლოოდ დაძლეული უნდა იქნას, თუ მისწრაფებულს სურს შეაბიჯოს ღვთაებრივ სამყაროში.ღვთაებრივ სამყაროში სამი რამ, უდაოდ, მარად იარსებებს: რწმენა, სიმამაცე და სიყვარული. თუ მისწრაფებულს აქვს ეს სამი თვისება, მას მეტი არაფერი ჭირდება.
შიში, მღელვარება და ეჭვი უკვდავნი არიან ნეგატიური, დესტრუქციული სახით. მაშინ როდესაც რწმენა, სიმამაცე და სიყვარული წარმოადგენენ ან განასახიერებენ უკვდავებას პოზიტიური სახით. ერთხელაც ადამიანური ჩვენში დაძლევს საკუთარ თავს და მიიღებს ჩვენში მყოფ ღვთაებრივს მთელი თავისი რწმენით, სიმამაცით და სიყვარულით.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977