ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ
ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან ის ჩვენთანაა აქ და ახლა. ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან მან ჩვენში გამოაღვიძა ნამდვილი ღმერთის წყურვილი. ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან მან იმედის ჩქაროსნული მატარებელი გვიბოძა. ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან ის თავის დაპირებას შეასრულებს. როგორია მისა დაპირება? მისი დაპირება ასეთია: ის არ იქნება კმაყოფილი მანამ, სანამ ყოველი მისი ქმნილება არ მოუტანს კმაყოფილებას იმ გზით, როგორც მას თავად სურს.როგორ შეგვიძლია გავახაროთ ღმერთი მისი სურვილისამებრ? პირველ რიგში, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ღვთის ქმედების ხერხს. ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს გრძნობა, რომ ეს ღმერთს გაახარებს, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ჩვენი გრძნობა არ გვატყუებს? არსებობს ამის გაგების ხერხი. უნდა ჩავიძიროთ ღრმად შინაგანში და გავანადგუროთ ან გარდავქმნათ ჩვენი აზრების სამყარო, და ჩავანაცვლოთ ის ჩვენი ნებისყოფით, ურყევი ნებისყოფით. ეს ნებისყოფა ჩვენი სულის სიღრმიდან მოდის და არა გონებიდან.
ჩვენ აქ და ახლა დედამიწაზე ვარსებობთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავახაროთ ღმერთი ისე, როგორც მას თავად სურს. ეს ნამდვილად რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ სიხარულს ვიმკით მხოლოდ მაშინ , როცა სირთულეებს გადავლახავთ. თუ ჩვენს ცხოვრებაში დაბრკოლებებს არ გადავლახავთ, ჩვენი კმაყოფილება ხანგრძლივი ვერ იქნება. თუ არ შევეცდებით და არ გავაკეთებთ ყველაფერს აქ და ახლა ღვთის გასახარებლად, მაშინ ჩვენ საერთოდ ვერ ვეღირსებით კმაყოფილებას.
დღევანდელი მიზანი მხოლოდ ხვალინდელი ახალი მოგზაურობის დასაწყისია. სულის მიღწევანი და მოგზაურობის მიზანი განუყოფელია. როდესაც მადლიერების ცრემლებს ვღვრით, ეს სული მოქმედებს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით, ცდილობს გადალახოს წინააღმდეგობანი თავის ღვთის დაკმაყოფილების მოგზაურობაში-წინსვლაში. და როდესაც მადლიერებით ვიღიმით, მოგზაურობის მიზანი ერთიანდება ჩვენი მისწრაფების საწყის წერტილთან და ჩვენი მისწრაფების მარად ტრანსცენდენტალურ ჰორიზონტთან.