თუ გინდა დიადი იყო
თუ გინდა დიადი იყო, მაშინ დაეწაფე ყველაფრის სწავლას - ყველაფრის ყველაფერში და ყველაფრის ყველაფრისგან.თუ გინდა კეთილშობილი იყო, მაშინ დაუღალავად ისწავლე დავიწყება იმისა, რაც ისწავლე სურვილის სამყაროში და გულმოდგინედ ისწავლე ყველაფერი მისწრაფების სამყაროში.
თუ გინდა, რომ მხოლოდ რეალიზაციის სამყაროში იმყოფებოდე, და არა სურვილის ან მისწრაფების სამყაროში, მაშინ არც არაფრის სწავლა არ დაგჭირდება და არც არაფრის დავიწყება. შენ მხოლოდ ის უნდა გახდე, ვინც გსურს, რომ გახდე. როგორ გახდე ის, ვინც გსურს? ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გრძნობ, რომ მარტო ვერასოდეს გახდები ის, ვინც გსურს, რომ გახდე. ეს ადამიანის ძალას აღემატება. მხოლოდ ზეგარდმო წყალობით შეგიძლია გააკეთო ის, რაც გსურს, და გახდე ის, რაც გსურს.
როგორ მოიპოვებ ამ წყალობას? წყალობის მოპოვება ხდება უზენაესისადმი მადლიერებით და სიყვარულის ცრემლების ღვრით იმისთვის, რაც მან, თავისი გულუხვობიდან გამომდინარე, გააკეთა შენთვის და იმისთვისაც, რაც მან ასევე თავისი გულუხვობიდან გამომდინარე, შენთვის არ გააკეთა.
ღმერთმა თავისი გულუხვობიდან გამომდინარე ბევრი რამ მოგცა, ღვთაებრივი შენში ბედნიერი რომ ყოფილიყო. ამავე დროს, მას ბევრი რამ შენთვის არ მოუცია - შენდა სასიკეთოდ. იმისთვის, რაც მოგცა, და იმისთვის, რაც არ მოუცია, შენ საკუთარ თავში უწყვეტი მადლიერების გრძნობა უნდა გამოაღვიძო. ამ მადლიერებაში შენ აუცილებლად იხილავ მას, შეიგრძნობ მას და მასთან ერთიანი გახდები მის ყოვლისმომცველ ღვთაებრივ ცხოვრებაში.