იყო ღვთაებრივად დიადი
იყო ღვთაებრივად დიადი - მსახურებას ნიშნავს. იყო დიდად კეთილშობილი - სიყვარულს ნიშნავს. იყო მარად სრულყოფილი - უძილო შინაგან ვედრებას ნიშნავს. იყო კმაყოფილი ღვთაებრივი გზით - ნიშნავს შეგნებულად და მუდმივად მადლიერების ნაკადად იქცეოდე შენს გულში.ადამიანურს ჩემში დიდება სურს. ღვთაებრივი ჩემში კეთილშობილებისკენ მიისწრაფის. მისწრაფებულ და აღმავალ ღმერთს ჩემში სრულყოფილება სწყურია. მოსიყვარულე და გამოვლენადი ღმერთი ჩემში კმაყოფილებას შეჰღაღადებს.
მე მსურს დიდების, კეთილშობილების, სრულყოფილების და კმაყოფილების უახლოესი და მარადიული მეგობარი გავხდე, რადგან მათი წყალობით ჩემი ძვირფასი უზენაესი გაიღიმებს თავისი მარადიული ღიმილით და იცეკვებს თავის უკვდავ ცეკვას ჩემში და ჩემთვის. დაე, ჩვენმა მეგობრობამ გაახაროს არა მხოლოდ ადამიანური და ღვთაებრივი ჩვენში, არამედ ასევე გაახაროს და აღასრულოს ჩვენი საყვარელი უზენაესი ღრმად ჩვენში.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977