გუშინ დრო იყო
გუშინ ჩემთვის დრო იყო, თანაგრძნობა გამომეხატა ტანჯული კაცობრიობის მიმართ. დღეს ჩემთვის დრო დადგა, ჩემი გულწრფელი ზრუნვა გამოვავლინო თავგზააბნეული კაცობრიობის მიმართ. ხვალ ჩემთვის დრო მოვა, შევთავაზო ჩემი სიყვარულით აღსავსე მსახურება მოწყურებულ კაცობრიობას. მაგრამ ახლა, ახლა ჩემთვის დროა გამოვხატო ჩემი გულის ერთობა დამშეული კაცობრიობის მიმართ.თანაგრძნობა, მზრუნველობა, მსახურება, გული-ერთობა - ესენი ჩემი შინაგანი ოჯახის ნამდვილი წევრებია, და ეს ჩემი შიდა ოჯახის წევრები მინდა ვუწილადო დანარჩენ მსოფლიოს, ღვთის ქმნილებას, ღმერთს-შემოქმედს.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977