ხსნა, გათავისუფლება, რეალიზაცია, სრულყოფილება და კმაყოფილება
ცოდვილი ხარ? მაშინ ნამდვილად ხსნა გჭირდება. მეტისმეტად მიჯაჭვული ხარ მიწიერზე? მაშინ გათავისუფლება გჭირდება. უმწეოდ მარტოხელა ხარ? მაშინ უეჭველად რეალიზაცია გჭირდება. შენი სურვილის ცხოვრებით მეტად უკმაყოფილო ხარ? მაშინ აუცილებლად სრულყოფილება გჭირდება. მზად ხარ გიყვარდეს ღმერთი და ემსახურო მას ისე, როგორც მას სურს? მაშინ უდავოდ კმაყოფილება გჭირდება.ილოცე. შენი ხსნის პრობლემა გადაჭრილი იქნება. ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი. შენი გათავისუფლების პრობლემა გადაჭრილი იქნება. იმედიტირე. შენი რეალიზაციის პრობლემა გადაჭრილი იქნება. ევედრე ღმერთს სიღრმისეული ვედრებით. შენი სრულყოფილების პრობლემა გადაჭრილი იქნება. იგრძენი, რომ შენ მხოლო ღმერთისგან და მხოლოდ ღმერთისთვის ხარ. შენი დაკმაყოფილების პრობლემა გადაჭრილი იქნება.
Sri Chinmoy, მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977