გამოცდა
„ჩემო საყვარელო უზენაესო, მხოლოდ ერთი რამ მითხარი და დააკმაყოფილე ჩემი ცნობისმოყვარეობა. შენ ამბობ, რომ ჩემს გამოცდას არ ცდილობ, მაგრამ მე ზოგჯერ მეჩვენება, რომ შენ მაინც მიწყობ გამოცდას. ხომ არ მატყუებს ჩემი გრძნობა? ცდილობ, გამომცადო?“„შვილო ჩემო, ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო შენთან, მე შენს გამოცდას არ ვცდილობ. გამოცდა არაა სწავლების საუკეთესო გზა ნებისმიერი ადამიანისთვის. გამოცდა მხოლოდ შიშს წარმოშობს, გაუმართლებელ შიშს მოსწავლეში, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ის. მოსწავლეს ეშინია, რომ ჩაიჭრება და დაირცხვენს, და მაშინ სამყარო მას ზიზღით შეხედავს.
მას, რასაც ჩემ გამოცდად მიიჩნევ, მე ჩემს თამაშს-გასხივოსნებას ვუწოდებ. მე არ გცდი იმისთვის, რომ შენ ჩააბარო ან ჩაიჭრა. მე უბრალოდ მინდა თამაში-გასხივოსნება გეთამაშო, რათა შენ ზედმეტად ან ნაკლებად არ შეაფასო შენი უნარი. როდესაც ვერ აფასებ შენ უნარს, შენ გაუცნობიერებლად ეფერები ყალბ თავმდაბლობას, და როცა ზედმეტად აფასებ შენს უნარს, შენ მეგობრობ გადაჭარბებულ უმეცრებასთან-იმედგაცრუებასთან. საკუთარი უნარის ვერშეფასება ან გადაჭარბებულად შეფასება ერთნაირად ცუდია.
გასხივოსნების თამაშის დროს შენს მისწრაფების და თავდადების ცხოვრებაში, უნდა იგრძნო იმის აუცილებლობა, რომ წინა პლანზე გამოიტანო შენი შიდა ვედრება, და ასევე შენი ლეთარგია-უვიცობა. შენ უნდა ჩამაბარო შენი არსების არა მხოლოდ ღვთაებრივი ნაწილი, არამედ არაღვთაებრივიც კი.
ასე რომ, რასაც ჩემს გამოცდად მიიჩნევ, არ არის გამოცდა ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. ეს შეთავაზებაა შენი სრულყოფისათვის. შენი ამჟამინდელი ცნობიერების მდგომარეობაში შენმა გონებამ შენი სხეულის და ვიტალის ცნობიერებაში ეშმაკურად დააგროვა უმეცრება და სინათლე, სიცრუე და ჭეშმარიტება. მე მსურს, რომ შენ შემომთავაზო ყველაფერი, რაც გაგაჩნია და ყველაფერი, რასაც წარმოადგენ. შენ უნდა განახორციელო სრული თვითშეთავაზება. შენ ჩემგან გასხივოსნებას მიიღებ განწმენდისა და ყველაფრის, რაც გაგაჩნია, შეთავაზების გზით. ის, რაც უნდა შემომთავაზო, შენი გული სილამაზეა. შენ მთავაზობ შენი საკუთარი შიდა და გარე არსებობის სილამაზის. შენ უნდა შემომთავაზო, როგორც პაწაწინა სილამაზე, რასაც უვიცობას უწოდებ, ასევე უმაღლესი სილამაზე, სანაცვლოდ კი გასხივოსნებას შემოგთავაზებ.
აი ის თამაში, რომელსაც გეთამაშები. ეს ჩვენი თამაში-გასხივოსნებაა და არამც და არამც გამოცდა - შორს ამისგან! ეს ერთობლივი გასხივოსნებაა.