მე მეტი მჭირდება
მე მეტი მჭირდება. მეტი სიმშვიდე მჭირდება. მეტი სიხარული მჭირდება. გონებაში სიმშვიდე მჭირდება. გულში სიხარული მჭირდება.მე მეტი მჭირდება. მეტი ზეშთაგონებულობა მჭირდება. მეტი თავგანწირულობა მჭირდება. ვიტალში ზეშთაგონებულობა მჭირდება. სხეულში თავგანწირულობა მჭირდება.
მე მეტი მჭირდება. მეტი დარწმუნებულობა მჭირდება. მეტი სრულყოფილება მჭირდება. მისწრაფებაში დარწმუნებულობა მჭირდება. ერთგულებაში სრულყოფილება მჭირდება.
მე მეტი მჭირდება. მეტი შებრალება მჭირდება. მეტი თანამშრომლობა მჭირდება. ჩემი ძვირფასი უზენაესისგან შებრალება მჭირდება ჩემი არსებობის რეალობაში. კაცობრიობისგან თანამშრომლობა მჭირდება ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში, რასაც ვამბობ, ყველაფერში, რადაც ვიქცევი.
როდესაც ჩემს გონებაში მეტი სიმშვიდე იქნება, ჩემს გულში მეტი სიხარული, ჩემს ვიტალში მეტი ზეშთაგონებულობა, ჩემს სხეულში მეტი თავგანწირულობა, ჩემს მისწრაფებაში მეტი დარწმუნებულობა, ჩემს ერთგულებაში მეტი სრულყოფილება, ღვთისგან მეტი შებრალება და კაცობრიობისგან მეტი თანამშრომლობა, მაშინ მე ღვთის ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტი გავხდები შიდა სამყაროში და კაცობრიობის ყველაზე სრულყოფილი წარმომადგენელი - გარე სამყაროში. მე მეტი მჭირდება, მეტი.