მე არ ვბაძავ; მე არ ვიწყებ
მე არ ვბაძავ, მე არ ვიწყებ. მე არაფერს ვბაძავ; მე არავის ვბაძავ, რადგან, თუ მიბაძვას დავიწყებ, მე ჩემ საყვარელ უზენაესს ხელს შევუშლი მისი ახალი ქმნილების გამოვლენაში. მას ყოველწამს სურს რაღაც ახლის, რაღაც მნიშვნელოვანის და რაღაც ნაყოფიერის შექმნა ჩემში და ჩემი მეშვეობით. მე არაფერს ვიწყებ არცერთ პლანზე, რადგან შესაძლოა სავალალო შეცდომები დავუშვა და სხვებიც შეცდომაში შევიყვანო.მე არ ვბაძავ, მე არ ვიწყებ. მე უბრალოდ ვკონცენტრირდები, ვმედიტირებ და ვჭვრეტ. მე კონცენტრაციას ვახდენ, რათა უმეცრების ფარდა, რომელშიც გახვეული ვიყავი, გავგლიჯო. მე ვმედიტირებ, რათა უვიცობის ძილისგან გავთავისუფლდე. მე ვჭვრეტ, რათა გავიხსენო ის, თუ რას ვაკეთებდი ჩემს ძვირფასს უზენაესთან მასში, მის ირგვლივ, მის ფარგლებში და მის გარეთ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ.
მე ვკონცენტრირდები, რათა მთელი ძალით გავიქცე დანიშნული მიზნისკენ, ჩემი ძვირფასი უზენაესისკენ. მე ვმედიტირებ, რათა ჩემს მიზანს, ჩემს საყვარელ უზენაესს, რაც შეიძლება სწრაფად შეეძლოს ჩემთან მოსვლა. მე ვჭრეტ, რათა ჩემ საყვარელ უზენაესთან ერთად გავიქცე იმ ადგილის მოსაძებნად, სადაც შევძლებთ შეხვედრას და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი დაუსრულებელი დიალოგის განახლებას.
მე არ ვბაძავ, მე არ ვიწყებ. მე ვკონცენტრირდები, ვმედიტირებ, ვჭრეტ. ჩემი კონცენტრაცია ძალას მაძლევს უკუნ უმეცრებასთან ბრძოლისთვის. ჩემი მედიტაცია წონასწორობას მაძლევს ადამიანური ცხოვრების ორომტრიალში. ჩემი ჭვრეტა ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ ჩემ უფალ უზენაესს, ჩემ საყვარელ უზენაესს, ესმის ჩემი ვედრება-მისწრაფება, ჩემი გულის იდუმალი ვედრება.