გაცნობიერებულობა, ერთგულება, სულით სისავსე, უანგარობა
ცნობიერების კიბე ოთხი უნიკალური საფეხურისგან შედგება: გაცნობიერებულობის, ერთგულების, სულით სისავსის და უანგარობისა. ცნობიერების კიბე, რომელიც აერთიანებს მიწის ვედრებას და ზეცის ღიმილს, ჩემში მაძიებლისთვისაა განკუთვნილი. როდესაც პირველ საფეხურზე ვდგები - გაცნობიერებულობის საფეხურზე, ჩემი მეგობარი-უვიცობა შორეული წარსულიდან მიყურებს და ოცდება; გაოგნებულია, რომ მე შევძელი გაცნობიერებულობის საფეხურზე ასვლა. ბოლოს ის, სავსებით იმედგაცრუებული და წაგებული, ქრება. როდესაც ცნობიერების კიბის მეორე საფეხურზე ავდივარ - ერთგულების საფეხურზე, ძილი-უვიცობა, რომელიც ოდესღაც მთელ ჩემ არსებას და მთელ ჩემ ცხოვრებას აწამებდა, შესთხოვს გარდაქმნას. მომიწოდებს გარდავქმნა ის რეალობად-სიბრძნედ. როდესაც ავდივარ სულით სისავსის საფეხურზე, იმედგაცრუების, მღელვარების, შფოთის და სრული მარცხის სამყარო ჩემს წინაშე წარმოდგება საკუთარი თავის გასაუმჯობლად, წინ წასასვლელად და რადიკალურად შესაცვლელად. ბოლოს, როდესაც ავდივარ უანგარობის საფეხურზე, მე განუყოფლად ერთიანი ვხდები იმასთან, რაც აქვს სამყაროს და იმასთან, რას მას არ გააჩნია. ის რაც სამყაროს აქვს, - შინაგანი ვედრებაა. ის, რაც მას არ გააჩნია, - ზეშთაგონებული ღიმილია მარად საკუთარი თავის გადამლახავი სიმაღლეებიდან.გაცნობიერებულობა, ერთგულება, სულით სისავსე და უანგარობა სამუდამოდ ჩემი მეგობრები არიან. გაცნობიერებულობამ გარდაქმნა ჩემი ცხოველური ცხოვრება ადამიანურად. ერთგულებამ გარდაქმნა ჩემი ადამიანური ცხოვრება ღვთაებრივ ცხოვრებად. სულით სისავსემ გაახანგრძლივა ჩემი ღვთაებრივი ცხოვრება. უანგარობამ უკვდავყო ჩემი ღვთიაებრივი ცხოვრება.
არსებობს მხოლოდ ერთი გარე სამყარო, და ეს გარე სამყარო ჩემი სამყარო-მზადებაა, დაფუძნებული ჩემს გაცნობიერებულობაზე, ერთგულებაზე, სულით სისავსესა და უანგარობაზე. გაცნობიერებულობამ აღმოაჩინა ყველა უმაღლესი სამყარო. ერთგულებამ აღმოაჩინა ყველა შინაგანი სამყარო. სულით სისავსემ აღმოაჩინა ღვთის უნივერსალური ცხოვრება. უანგარობამ აღმოაჩინა ღვთის ტრანსცენდენტალური ცხოვრება.
გაცნობიერებულობას განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან-შემოქმედთან. გაცნობიერებულობამ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი-შემოქმედი. ერთგულებას განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან-მხსნელთან. ერთგულებამ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი-მხსნელი. სულით სისავსეს განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან-გამათავისუფლებელთან. სულით სისავსემ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი-გამათავისუფლებელი. უანგარობას განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან - უზენაეს მომღერალთან, ღმერთთან - უზენაეს მოცეკვავესთან, და ღმერთთან - უზენაეს მიჯნურთან. უანგარობამ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი - უზენაესი მომღერალი, ღმერთი - უზენაესი მოცეკვავე და ღმერთი უზენაესი მიჯნური.
ფიზიკურ პლანზე ჩემმა მეგობარმა-გაცნობიერებულობამ საზრიანი გამხადა, ჩემმა მეგობარმა-ერთგულებამ ხალისიანი გამხადა, ჩემმა მეგობარმა-სულით სისავსემ სუფთა გამხადა, ჩემმა მეგობარმა-უანგარობამ დარწმუნებული გამხადა. ჩემი მეგობარი-გაცნობიერებულობა ჩემი გულის კარებთან დგას და უმეცრებას უფლებას არ აძლევს შემოვიდეს ჩემი გულის ოთახში. ჩემი მეგობარი ერთგულება მეუბნება, რომ ყოველთვის მადლიერი ვიყო უზენაესი მესაჭისა იმისთვის, რაც მან უპირობოდ გააკეთა ჩემთვის. ჩემი მეგობარი-სულით სისავსე მეხმარება გავაიგივო ჩემი თავი ღმერთთან-შემოქმედთან, ღმერთთან-ქმნილებასთან, ღმერთთან-ერთიანთან და ღმერთთან-მრავალთან, რათა უმაღლესი ერთობით ვინეტარო საყვარელ უზენაესთან. ჩემი მეგობარი-უანგარობა ყოველთვის მეხმარება ღმერთის-ქმნილების განუყოფელი ნაწილი და ღმერთის-შემოქმედის მინდობილი ინსტრუმენტი გავხდე. ჩემი მეგობარი-უანგარობა მეუბნება, რომ დღეისთვის არარეალიზებული და არშემდგარი ადამიანი, ხვალ აუცილებლად მიაღწევს რეალიზაციას და შედგება.