მოქმედების დედა
როდესაც ადამიანური იმედი გვაქვს, ის შეიძლება აგვიხდეს, შეძლება - არა. მაგრამ როდესაც ღვთაებრივი იმედი გვაქვს, ჩნდება მტკიცე შინაგანი რწმენა, რომ ჩვენი ოცნება ნაყოფს გამოიღებს, და შთაგვაგონებს ვიღვაწოთ შედეგისთვის. ღვთაებრივი იმედი სიზმარივითაა, რომელიც ღამის დასასრულს მოდის და მოაქვს დაპირება.ვთქვათ, დღეს მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ძალიან გულწრფელი მაძიებელი გავხდები. თუ ეს უბრალოდ კეთილი სურვილია, ხვალ დილით ის სურვილი მე ღრმა ძილში მნახავს. მაგრამ თუ ეს ღვთაებრივი იმედია, მაშინ დაუყოვნებლივ მეწვევა შთაგონება და მაიძულებს ვიმოქმედო. მე ვიგრძნობ, რომ, უბრალოდ, ფიქრი ან იმედი იმისა, რომ ვინმე გავხდები, არ კმარა. მე შევალ მოქმედების ფაზაში. ამ დროს იმედი მოქმედების დედაა. თუ ვიაქტიურებთ, ჩვენს იმედს რეალობად ვაქცევს.
ყველა წმინდა იმედი კურთხეული ძღვენია ზეცის გულიდან.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997