ვთქვათ, დღეს მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ძალიან გულწრფელი მაძიებელი გავხდები. თუ ეს უბრალოდ კეთილი სურვილია, ხვალ დილით ის სურვილი მე ღრმა ძილში მნახავს. მაგრამ თუ ეს ღვთაებრივი იმედია, მაშინ დაუყოვნებლივ მეწვევა შთაგონება და მაიძულებს ვიმოქმედო. მე ვიგრძნობ, რომ, უბრალოდ, ფიქრი ან იმედი იმისა, რომ ვინმე გავხდები, არ კმარა. მე შევალ მოქმედების ფაზაში. ამ დროს იმედი მოქმედების დედაა. თუ ვიაქტიურებთ, ჩვენს იმედს რეალობად ვაქცევს.
ყველა წმინდა იმედი
კურთხეული ძღვენია ზეცის გულიდან.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj