მარადიული ახალბედა
ყოველი მაძიებელი ახალბედაა. ახალბედა ის არის, ვისაც აქვს შინაგანი გულის წადილი, იქცეს უფრო მეტად ღვთაებრივად, უფრო მეტად გამსხივოსნებლად, უფრო მეტად აღმსრულებლად. იმ წამიდან, როდესაც მოგინდებათ მუდმივი განვითარება, თქვენ ხდებით მარადი ახალბედა. განთიადი ახალი დღის დასაწყისია - იმედის, გასხივოსნებისა და სრულყოფილების სიმბოლო. განთიადი ყოველდღე ახალბედას როლს ასრულებს. ის თავის მოგზაურობას იწყებს გარიჟრაჟზე და ასრულებს უსასრულო მზეში. თუ შეძლებთ იგრძნოთ, რომ მთელი თქვენი არსება - სხეული, ვიტალი, გონება, გული და სული - წარმოადგენს მარად მოყვავილე განთიადს, თქვენ ყოველთვის მარადიულ ახალბედად დარჩებით.ყოველდღე უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ რაღაც ახალი გვაქვს გასაკეთებელი. ყოველდღე ჩვენ წინ მივიწევთ. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის დაძლევა მხოლოდ თქვენი სიხარულის აღმოჩენით და მისი შენარჩუნებით. თუ აღმოაჩენთ თქვენს სიხარულს და შეინარჩუნებთ მას, ყოველთვის გექნებათ ენერგია კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.
*დაე, ჩემი გონება ყოველ დილით* *გაბრწყინებული იმედის სხივებივით მშვენიერი ხდებოდეს.*
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997