თავი მეთორმეტე
ახალი იმედის სუნთქვა
*დღე და ღამე ვიცურავებ* *ტკბილი იმედის მდინარეში.*ხშირად იმედს ვუცქერთ, როგორც რაღაც სათუთს და ტკბილს - როგორც დამამშვიდებელ გრძნობას, ბალზამს გონებისთვის. მაგრამ იმედი მყარი და ძლიერი რამაა. მასში ფარული ძალაა, ვინაიდან დღევანდელი იმედი, საბოლოოდ, ხვალინდელ რეალობად იქცევა.
თუ იმედი უბრალოდ რაღაც სურვილია, მაშინ თქვენი ცნობიერება არ უპასუხებს მას. მაგრამ თუკი ის მნიშვნელოვანია, ხილვის მაგვარი, რომელიც ცდილობს აყვავდეს თქვენს გულში, ის აამაღლებს თქვენს ცნობიერებას.
ყოველი დღე უნდა მოგევლინოთ, როგორც ახალი იმედი, ახალი დაპირება, ახალი მისწრაფება. თუ ფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ახალი დღე იქნება მხოლოდ, წინათა მსგავსი, თქვენ წინ ვერ წახვალთ. ყოველდღე ენერგიით უნდა ავსებდეთ საკუთარ თავს. რადგანაც მხოლოდ სიახლით შეძლებთ წარმატების მიღწევასა და თვითდაძლევას.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997