მოთმინება და სამყაროს გარდაქმნა
როდესაც შინაგანში ღრმად ვიძირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო, უდავოდ, ვითარდება და პროგრესირებს. გარეგან სამყაროში ვხედავთ ჩხუბს, ბრძოლებს, ომებს. მაგრამ ვიცით, რომ არსებობს სხვა სამყარო, შინაგანი სამყარო. როდესაც მივისწრაფით, ჩვენ *ნამდვილად* ვხედავთ ევოლუციას ჩვენს საკუთარ ბუნებაში და სხვათა ცხოვრებაში.სრულყოფილება უცებ ვერ გაჩნდება. ამისთვის დროა საჭირო. ჩვენში სულისმიერი მოთმინება უნდა აღვზარდოთ. მოთმინება არ ნიშნავს, დავნებდეთ ცხოვრების სასტიკ რეალობას. არა, მოთმინება შინაგანი სიბრძნეა. ჩვენი შინაგანი სიბრძნე გვეუბნება, რომ ღვთაებრიობის გამოსავლენად გარეგან პლანზე დროა საჭირო. ის, რაც ჭირდება გარეგან სამყაროს - ზეშთაგონებული მოთმინებაა. მხოლოდ მაშინ შეუძლია ჭეშმარიტებას გაიზარდოს ჩვენში თავისი ნებისამებრ.
გუშინ მოთმინება დასაწყისი იყო ჩემი სრულყოფილებისა. დღეს მოთმინება აყვავებაა ჩემი კმაყოფილებისა.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997