ღვთის თანამგრძნობელი მიმტევებლობა
ჩვენ შეგვიძლია უფრო თანამგრძნობელნი გავხდეთ, თუ ვიფიქრებთ იმაზე, ვინც ჩვენზე უსასრულოდ უფრო თანამგრძნობელია, და ეს ღმერთია. ღვთის მიმტევებლობა აუწერელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ის დაუსრულებლად გვპატიობს. ანალოგიურად, თუ გარშემომყოფნი უშვებენ შეცდომებს, ჩვენც ადვილად შეგვიძლია მუვუტევოთ, რადგანაც ღმერთი მუდმივად გვაღვრის თავზე შენდობას. ერთხელ თუ გავაცნობიერეთ, რომ ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი უფრო მაღალი და გასხივოსნებული „მე“,ზემდგომობა და ქვემდგომობა ერთობაში უჩინარდება, და ჩვენ შეგვიძლია ღვთის უსასრულო მიმტევებლობა ჩვენს საკუთრად გამოვაცხადოთ.ჩემი დილა იწყება იმის განცხადებით, რომ მიმტევებლობით სავსე ღვთის თვალი ჩემია, საკუთრივ ჩემი.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997