ქველმოქმედება თუ თანაგრძნობა?
მსოფლიო ფიქრობს, რომ ქველმოქმედება ზეცისკენ ხსნილი კარია, მაგრამ ეს შეცდომაა. ქველმოქმედება ყოველთვის როდი მიუთითებს ჭეშმარიტ მზრუნველობასა და სიყვარულზე. თუ ჭეშმარიტი მზრუნველობისა და სიყვარულის ნაკლებობაა, ზეცის კარი ვერასოდეს გაიხსნება. არა ქველმოქმედება, არამედ ერთიანობის გრძნობა ხსნის ზეცის კარს. ერთობის გარეშე ჩვენ მხოლოდ ზემდგომობა-ქვემდგომობანას ვითამაშებთ დაუსრულებლად.მხოლოდ ერთობას შეუძლია მოგვიტანოს კმაყოფილება. როცა ვინმეს ფულს ან რამე სხვას ვაძლევ, მე უნდა ვგრძნობდე, რომ ამით ვაძლიერებ ჩემს ერთიანობას სამყაროსთან. უნდა ვგრძნობდე, რომ მე კი არ ვეხმარები, პირიქით მე მეხმარებიან. ეს არ არის ქველმოქმედება, არამედ ჩემი თვითგაცემაა იმისთვის, რომ შევიცნო ჩემი უმაღლესი „მე“ სრულად და მთლიანობაში აქ, ამ სამყაროში.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997