უმცროსი ძმები და დები
დიდი განსხვავებაა თანაგრძნობასა და შეცოდებას შორის. როდესაც ვინმე გვეცოდება, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის ჩვენზე დაბლა დგას. ჩვენ მილიონი მილის დაშორებით ან ათასობით მილით მაღლა ვდგავართ იმ ადამიანისგან. მაგრამ თანაგრძნობის შემთხვევაში - ჩვენ, უბრალოდ, მასთან მივდივართ და ერთნი ვხდებით.როდესაც შვიდი - რვა წლის იყავით, თქვენ ბევრ შეცდომას უშვებდით. შეიძლება თქვენ ჩაიდინეთ ჰიმალაისხელა შეცდომებიც კი. მაგრამ უფროსებმა გაპატიეს იმიტომ, რომ ბავშვი იყავით. უნებლიედ გადმოდის თანაგრძნობა, როცა გრძნობთ, რომ ეს დამნაშავე მიუხვედრელი ბავშვია. თუ ვიღაცები ცუდ რამეს ჩადიან, იგრძენით, რომ ისინი თქვენი უმცროსი ძმები და დები არიან. დღეს ისინი უგუნური ბავშვები არიან, მაგრამ დადგება დრო, ისინი სიარულს დაიწყებენ, მერე სწრაფი ნაბიჯით ივლიან, შემდეგ კი გაიქცევიან თავიანთი მიზნისკენ.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997