შხამი და ანტიდოტი
დეპრესია ძლიერი, არაღვთაებრივი ძალაა, რომელიც ანადგურებს თვით სიხარულის სუნთქვას. განა დეპრესია რამეში გვეხმარება? არასოდეს. დეპრესიაში ყოფნისას თქვენ ამრავლებთ საკუთარ პრობლემებს. თქვენ უნდა ეცადოთ, იყოთ რაც შეიძლება მხნედ. თუ ამას შეძლებთ, თქვენი სულიერი ციებ-ცხელების ნახევარი თავისით გაქრება.უთხარით საკუთარ თავს: „თუ ჩემი წყარო ღმერთია - აბსოლუტური და უსასრულო სინათლე, მაშინ ერთხელაც მე აუცილებლად დავბრუნდები მასთან. სამწუხაროდ, დედამიწაზე ყოფნის დროს მე მქონდა გარკვეული არაჯანსაღი და დამანგრეველი გამოცდილებანი. ახლა მე უნდა გავთავისუფლდე მათგან. ამისთვის მე უნდა მოვახდინო კანცენტრაცია მხოლოდ ღვთაებრივზე, იმაზე, რაც აღმასრულებს და არა იმაზე, რაც გზას მიღობავს“. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ გაცნობიერებულად შეიტანოთ სინათლე მთელ თქვენს არსებაში, და თქვენი ბნელი ოთახი-დეპრესია გარდაიქმნება სინათლით სავსე ოთახად.
ნება მომეცით, მაგალითი შემოგთავაზოთ. რას იზამთ, თუ დისკვალიფიცირებული იქენით რბოლიდან? დაელოდებით მეორე დღეს და ხელახლა ცდით მიზნის მიღწევას. თუ უარს იტყვით ამაზე უბრალოდ იმიტომ, რომ უიღბლო გამოცდილება გქონდათ, თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ მიზანს. სავალალო გამოცდილება შეუძლებელია იყოს საბოლოო გამოცდილება. მიიღეთ ის როგორც ღრუბელი. თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ ღრუბლიდან. ბრძენი მიიღებს უიღბლო გამოცდილებას, როგორც გამოწვევას, ხელსაყრელ შემთხვევას, მხიარული ღიმილით შეხვდეს არასასიამოვნო რეალობას. სულელი დაწყევლის თავის ბედს და სხვებსაც. ის დარწმუნებულია, რომ ასეთი უბედობა მხოლოდ მის თავსაა. ცხოვრების ყველა გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყოს, თუ მათ როგორც საჭიროა, ისე მივიღებთ.
თუ იცით, რომ დეპრესიის შხამით ხართ მოწამლული, თქვენ ანტიდოტი - სიხარული უნდა მიიღოთ. ამას გააკეთებთ, თუ გაიხსენებთ, რომ ოდესღაც ხალისით სავსენი იყავით, და როგორ გშველიდათ ის.