სიხარულით აღსავსე მადლიერება
ერთი განსაკუთრებული გზა არსებობს ღვთისთვის მადლიერების შეთავაზებისა - ეს გახლავთ გამუდმებული სიხარული. იმისთვის, რომ ჭეშმარიტად მადლიერები ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები. სულიერ ბედნიერებაში, ანუ ბედნიერებაში, რომელიც თვითგაცემიდან და მისწრაფებიდან მოდის, მადლიერება ნათლად ისახება. როდესაც გვაქვს შინაგანი ბედნიერება, ჩვენ არ გვჭირდება მადლიერების აქეთ-იქეთ ძებნა. ჩვენს თავდადებულ სიხარულში, ჩვენს ზეშთაგონებულ სიხარულში აუცილებლად აღმოვაჩენთ მარად მზარდ მადლიერებას უზენაესისადმი.სიხარული ნიშნავს შეგნებულად გვახსოვდეს ჩვენი შინაგანი ღვთაებრიობა. როდესაც ბედნიერები ვართ, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ღმერთს. პირიქით, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ. თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სპონტანური აღტაცება იმაზე ფიქრით, თუ რანი იყავით, და მადლიერების გრძნობით აივსოთ იმის გამი, რადაც იქეცით. დაინახეთ, რამდენად წახვედით წინ, და ამ წინსვლით იგრძენით, რომ მიზნისკენ მიქრიხართ.
უეჭველად, გაბედული ენთუზიაზმით და უცვლელი სიხარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება დედამიწის ზურგზე.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997