ღვთის თანამყოფობა
როცა არ უნდა ვმუშაობდეთ, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვმუშაობთ ღმერთისთვის. ახლა თქვენ შეიძლება უყურებდეთ გარეგან სამუშაოს, როგორც, უბრალოდ, სამუშაოს. მაგრამ, თუ შეძლებთ სამუშაოს დანახვას, როგორც თქვენი ღვთაებრივი ნიჭის გამოვლენის ან კეთილი თვისებების გამომჟღავნების შესაძლებლობას, მაშინ, რასაკვირველია, თქვენ ღმერთისთვის მუშაობთ. როცა შეგნებულად გრძნობთ, რომ ღმერთისთვის მუშაობთ, თქვენ მიემართებით თქვენი მიზნისკენ - სრულყოფილებისკენ.მთელს თქვენ საქმიანობაში, ეცადეთ იგრძნოთ ღვთის თანამყოფობა. მაგალითად, როდესაც აჭმევთ ბავშვს, იგრძენით, რომ მასში მყოფ ღმერთს აჭმევთ. როცა ოფისში ვინმეს ესაუბრებით, იგრძენით, რომ ესაუბრებით მასში მყოფ ღვთაებრივს.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997