შურის დამარცხება
შურის დამარცხების ბევრი პრაქტიკული გზა არსებობს. ერთ-ერთი ჩვეულებრივი გზაა - უთხრა საკუთარ თავს: „მე იმ ადამიანზე ბევრად უკეთესად შემიძლია ვიმღერო, მაგრამ არ ვმღერი იმიტომ, რომ არ მსურს დროის დაკარგვა.“ ეს ჭკვიანური გზაა: აგრძნობინებთ საკუთარ თავს, რომ სხვაზე უკეთესი ხართ. შურის დაძლევის სულიერი გზა: იგრძნოთ ერთობა შურის ობიექტთან. მაგალითად, თუ ვინმე თქვენზე უკეთესი მსახიობია, იგრძენით, რომ თქვენ ხართ როლის შემსრულებელი. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ შურის დამარცხება და, ამავე დროს, თქვენი ცნობიერების გაფართოება.როგორც კი შური გაქრება, დაუყოვნებლივ ვიგრძნობთ, რომ ის ადამიანი რომლისაც გვშურდა - ახლა ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ვიგრძნობთ კეთილგანწყობას და სიყვარულს მის მიმართ. დაბოლოს, ჩვენ ვიგრძნობთ, რომ მტკივნეული შურის ისარი ამოღებულია ჩვენი სხეულიდან.
როდესაც დავამყარებთ ერთობას წყაროსთან ანუ ღმერთთან, ჩვენ ვეღარავისი შეგვშურდება. თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი რეალობა ღმერთია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენი სულიერი სხეულის შეგნებული და ერთგული ნაწილივითაა. თუ ისინი ჩემი სხეულის ნაწილებია, მაშინ ჩემი არსებობის შემადგენელი ნაწილები ყოფილა და როგორ შეიძლება მათი მშურდეს? თუ დავამყარებთ განუყოფელ ერთობას წყაროსთან, შურის პრობლემა ადვილად მოგვარდება.
თქვენ შეძლებთ შურის დამარცხებას ღვთისადმი უფრო მეტი სიყვარულით. შეიძლება თქვენ ვინმესი გშურდეთ იმიტომ, რომ ის დიდი ფოტოგრაფია. მას კი შეიძლება თქვენი შურდეს იმიტომ, რომ დიდი ჟურნალისტი ხართ. ასეთი სახის შური არასოდეს გაქრება. მაგრამ აქ მესამე მონაწილეცაა, რომელიც ორივე თქვენთაგანზეა პასუხისმგებელი, და ეს ღმერთია. თუ შეიყვარებთ ღმერთს და მასთან გაერთიანდებით, მაშინ თქვენ გაიგივებას შეძლებთ სხვა ადამიანების ნიჭთან თუ უნართან. თუ თქვენ ერთიანდებით ნიჭის წყაროსთან, მაშინ შურის საკითხიც არ წამოიჭრება. თუ გსურთ ნამდვილად დაამარცხოთ შური, მაშინ გიყვარდეთ ის ერთი, რომელმაც ყველა შესაძლებლობით დაგასაჩუქრათ თქვენ და ყველა სხვაც.
*შურის კბენა* *სენია.* *მისი საუკეთესო და საიმედო წამალი -* *ძალმოსილი ერთიანობაა.*