შური, აღფრთოვანება, კონკურენცია?

რით განსხვავდება შური აღფრთოვანებისგან? გულწრფელი აღფრთოვანება იდეალურის განცდას ბადებს თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, თქვენ არ შეგიძლიათ იმის გაკეთება, რაც სხვამ გააკეთა, მაგრამ თქვენ აღფრთოვანებულები ხართ ამ ადამიანით და მისი ქმედებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სპონტანური სურვილი, მიაღწიოთ იმას, რასაც მან მიაღწია. ასეთი სახის გულწრფელი აღფრთოვანება არ ნიშნავს არასრულფასოვნობას. ხშირად ეს ორი სულის ურთიერთცნობის ნიშანია.

შური სრულიად განსხვავებული რამაა. თუ ვიღაცის მიღწევების გშურთ, თქვენ იგრძნობთ, რომ მზად ხართ მახვილი ჩასცხოთ ამ ადამიანს, შანსი თუ მოგეცემათ. თქვენ შეეცდებით შურის დამალვას, რადგან გრძნობთ, რომ შინაგან თუ გარეგან სამყაროში თქვენ დანაშაულზე წაგასწრებენ. მაგრამ უკვე ის, რომ შურმა დაისადგურა თქვენში, უკვე ძალიან სახიფათოა.

ზოგჯერ შურს ბადებს კონკურენციის გრძნობა. ჩვენ გვინდა ვაჯობოთ სხვებს. მაგრამ, მოდით, ნუ შევეჯიბრებით სხვებს ჩვენი უპირატესობის საჩვენებლად. ამის ნაცვლად ვიფიქროთ ჩვენი წინსვლის აუცილებლობაზე. მოდით, ვეცადოთ გადავლახოთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, როგორც პიროვნებისა. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ გადავლახავთ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს, არა პირადი დიდებისათვის, არამედ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ნიჭი და ავამაღლოთ სამყაროს დონე. შემდეგ, ერთგული და ზეშთაგონებული გულით უნდა შევთავაზოთ ჩვენი მიღწევები ღმერთს, - წყაროს.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 69
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.