შური სრულიად განსხვავებული რამაა. თუ ვიღაცის მიღწევების გშურთ, თქვენ იგრძნობთ, რომ მზად ხართ მახვილი ჩასცხოთ ამ ადამიანს, შანსი თუ მოგეცემათ. თქვენ შეეცდებით შურის დამალვას, რადგან გრძნობთ, რომ შინაგან თუ გარეგან სამყაროში თქვენ დანაშაულზე წაგასწრებენ. მაგრამ უკვე ის, რომ შურმა დაისადგურა თქვენში, უკვე ძალიან სახიფათოა.
ზოგჯერ შურს ბადებს კონკურენციის გრძნობა. ჩვენ გვინდა ვაჯობოთ სხვებს. მაგრამ, მოდით, ნუ შევეჯიბრებით სხვებს ჩვენი უპირატესობის საჩვენებლად. ამის ნაცვლად ვიფიქროთ ჩვენი წინსვლის აუცილებლობაზე. მოდით, ვეცადოთ გადავლახოთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, როგორც პიროვნებისა. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ გადავლახავთ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს, არა პირადი დიდებისათვის, არამედ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ნიჭი და ავამაღლოთ სამყაროს დონე. შემდეგ, ერთგული და ზეშთაგონებული გულით უნდა შევთავაზოთ ჩვენი მიღწევები ღმერთს, - წყაროს.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj