დედის სამფლობელო

გული დედაა - სიყვარულის, ალერსის, სინათლის, მოთმინების და მიტევების დედა. თუ ნამდვილად ვიგრძნობთ, რომ გული განასახიერებს ყველა ამ ღვთაებრივ თვისებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ გულის რწმენის შემოტანას გონებაში ძალიან სწრაფად, ეფექტურად და ნაყოფიერად.

ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ გონება მოუსვენარი ბავშვივითაა, რომელსაც არც სიბრძნე და არც სიმწიფე არ გააჩნია, გული კი - დედაა, რომელიც განასახიერებს ყველა ღვთაებრივ თვისებას. ბუნებრივია, ყველაფერი რაც კი აქვს დედას, ბავშვს შეუძლია თავის საკუთრებად ჩათვალოს იმიტომ, რომ დედა ყოვლთვის მზადაა მიუძღვნას ბავშვს ყველაფერი, რაც კი აქვს. ამგვარად, როდესაც გულზე ვფიქრობთ, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ღვთაებრივ დედაზე, რომლის კეთილი თვისებები დაუბრკოლებლად შეაღწევს ბავშვში მისი განსწავლის დროს. მაშინ, ავტომატურად, მდინარის ნაკადივით, გულის რწმენა შევა გონებაში.

თუ ჩვენი გულის სიღრმეში თავს დარწმუნებულად ვგრძნობთ, ჩვენ არავის არ გამოვიწვევთ, რადგან შინაგანი რწმენა სხვა არაფერია, თუ არა სრული კმაყოფილება.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 55
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.