*როგორ დავუმეგობრდეთ დროს*
სულმა იცის, რომ არსებობს მარადიული დრო და მუდმივად იზრდება მარადიულ დროში. სამწუხაროდ, როდესაც ვიმყოფებით ფიზიკურ გონებაში ან ფიზიკურ ცნობიერებაში, უბრალოდ შეუძლებელია რაღაც უკვდავზე და მარადიულზე ფიქრი. ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ თავს მიწიერი დროის ჩარჩოებით. მიწიერი დრო ფრაგმენტებადაა დაყოფილი: ერთი წუთი, ორი წუთი, სამი წუთი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მუდმივად დროს ვებრძვით, რათა დავასრულოთ ის, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ამიტომაც ჩვენი გონება შფოთავს და წუხს. მაგრამ, როდესაც ვლოცულობთ და ვმედიტირებთ, ჩვენ ასე არ ვყოფთ დროს. ნაცვლად ამისა, თვალის ერთი გადავლებით ჩვენ ვხედავთ უსასრულო და მარადიულ დროს, რიმელიც მთლიანი, შეუწყვეტელი ნაკადივითაა, და შევდივართ მარადიულ დროში.პირველი და ყველაზე მთავარი რამ გონების სიმშვიდეა. როდესაც დაამყარებთ გონების სიმშვიდეს, თქვენ ნახავთ, რომ ის, რის მიღწევასაც ცდილობთ, ადვილად განხორციელებადია. მორბენალმა იცის, რომ, თუ მას აქვს ზედმეტი წონა, მოწინააღმდეგეები მას დაამარცხებენ. როდესაც ეჭვი, შიში, გაუტანლობა ან სხვა ნეგატიური ძალები შედიან თქვენს გონებაში, უბრალოდ, ამოაგდეთ ისინი. როდესაც გონება ჩუმი და უშფოთველია, თქვენ შეგიძლიათ უსწრაფესად ირბინოთ.
ყოველთვის ისე მოეპყარით დროს, როგორც მეგობარს. ჩვენ შეგვიძლია უკეთესად შევიგნოთ დროის ფასი, იმის გაცნობიერებით, რომ ყოველი წამი ღვთისგან მოცემული ოქროს შესაძლებლობაა. თუ ყველა შესაძლებლობით ერთგულად და ბრძნულად ვისარგებლებთ, ჩვენ უსწრაფესად მივირბენთ დანიშნულ მიზანთან.
*რადგან ჭეშმარიტების მაძიებელი ვარ,* *მომავალი ჩემსკენ მოედინება.* *რადგანაც ღვთის მოყვარული ვარ,* *მე მარადიულ „ახლაში“ ვცხოვრობ.*