დაე, ღმერთი იყოს პასუხისმგებელი
მოდით, პრაქტიკულები ვიყოთ. თუ იღებთ სარგებელს თქვენი შფოთისგან? არა! თქვენ მხოლოდ აწამებთ საკუთარ თავს. მაგალითად, ბევრი მშობელი წუხს შვილებზე. ბუნებრივია საკუთარ შვილებზე ფიქრი, მაგრამ თუ თქვენ მუდმივად წუხხართ, წუხილი თვითონ იქცევა არაღვთაებრივ ძალად.თქვენ უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ სულ რამოდენიმე წლის წინ ბავშვები თქვენს ცხოვრებაში არ არსებობდნენ. ისინი ყვავილებივით არიან, რომლებიც ხიდან მოწყვიტეთ. თქვენ მათ სამუდამოდ ვერ შეინახავთ. ჩვენ მხოლოდ იმაზე შეიძლება განვაცხადოთ პრეტენზია, რაც სამუდამოდ რჩება ჩვენთან. იგრძენით, რომ უზენაეს ჩააბარეთ ისინი, და მან აიღო პასუხისმგებლობა მათ ცხოვრებაზე. ამ გზით დაირწმუნეთ საკუთარი თავი, რომ აღარ უნდა შფოთავდეთ მათ გამო. თქვენ 100 პროცენტით პასუხისმგებელი ხართ, რომ შვილებს შესთავაზოთ კეთილი ნება, ისინი ხომ ყველაზე ახლო და ძვირფასია თქვენთვის. მაგრამ შფოთვა ვერანაირად გიშველით.
ჩვენ ვწუხვართ იმიტომ, რომ არ ვიცით, რა დაგვემართება ხვალ ან მომდევნო წუთსაც კი. მაგრამ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღმერთმა არა მხოლოდ იცის, რა არის მათთვის უკეთესი, არამედ ის უფრო მეტს - საუკეთესოს მოიმოქმედებს ჩვენთვის მის მიერ არჩეულ დროს. როდესაც ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ინსტრუმენტები ვართ, ის კი - შემსრულებელია, ჩვენ აღარ ვიდარდებთ.
*თქვენი ცხოვრების მძიმე ტვირთი* *თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ* *აღტაცებით სავსე სიამოვნებად,* *უბრალოდ თუ ეტყვით საკუთარ თავს,* *რომ გარემომცველი სამყარო ადვილად შეძლებს არსებობას* *და გაფურჩქვნასაც კი* *უთქვენოდ.*