თავი მეექვსე
შფოთიდან თვითრწმენისკენ
*გულის მტკიცე რწმენა და გონების დარწმუნებულობა, უეჭველად,* *ორი უკვდავი ზეგარდმო განძია კაცობრიობისთვის.*შფოთი - მენტალური, ვიტალური და ფიზიკური - ნამდვილად არსებობს. მაგრამ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული მივიღოთ ისინი თუ ვუარყოთ. თუ ვშფოთავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტ ტვირთს ვათრევთ და ვამცირებთ ჩვენს შესაძლებლობებს. სწორი მიდგომაა გონების გაჩუმება, დამშვიდება და დაწყნარებაა. თუ გვაქვს გონების სიმშვიდე, ჩვენ შეგვიძლია უსწრაფესად ვირბინოთ მიზნისკენ.
Sri Chinmoy, სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997