პირველი და ყველაზე მთავარი რამ გონების სიმშვიდეა. როდესაც დაამყარებთ გონების სიმშვიდეს, თქვენ ნახავთ, რომ ის, რის მიღწევასაც ცდილობთ, ადვილად განხორციელებადია. მორბენალმა იცის, რომ, თუ მას აქვს ზედმეტი წონა, მოწინააღმდეგეები მას დაამარცხებენ. როდესაც ეჭვი, შიში, გაუტანლობა ან სხვა ნეგატიური ძალები შედიან თქვენს გონებაში, უბრალოდ, ამოაგდეთ ისინი. როდესაც გონება ჩუმი და უშფოთველია, თქვენ შეგიძლიათ უსწრაფესად ირბინოთ.
ყოველთვის ისე მოეპყარით დროს, როგორც მეგობარს. ჩვენ შეგვიძლია უკეთესად შევიგნოთ დროის ფასი, იმის გაცნობიერებით, რომ ყოველი წამი ღვთისგან მოცემული ოქროს შესაძლებლობაა. თუ ყველა შესაძლებლობით ერთგულად და ბრძნულად ვისარგებლებთ, ჩვენ უსწრაფესად მივირბენთ დანიშნულ მიზანთან.
*რადგან ჭეშმარიტების მაძიებელი ვარ,*
*მომავალი ჩემსკენ მოედინება.**რადგანაც ღვთის მოყვარული ვარ,*
*მე მარადიულ „ახლაში“ ვცხოვრობ.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj