ბუნების თავმდაბლობა
თქვენ შეგეძლებათ გახდეთ თავმდაბალი, როდესაც ნამდვილად გაქვთ ის, რასაც შესთავაზებთ სამყაროს. ხე, რომელსაც ნაყოფი არ ასხია, გამართულია. მაგრამ ნაყოფით დახუნძლული ხე მიწისკენ იხრება. თუ თქვენ თავიდან ბოლომდე სიამაყე და ეგო ხართ, მაშინ ვერავინ ვერაფერს ფასეულს ვერ მიიღებს თქვენგან. თუ ნამდვილად თავმდაბალი ხართ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ გაქვთ რაღაც, სამყაროს რომ შესთავაზოთ.როგორ შეგიძლიათ თავმდაბალი გახდეთ? თქვენ შეგიძლიათ ხეზე იმედიტიროთ. როდესაც ის თავის ნაყოფს სთავაზობს სამყაროს, ის მიწისკენ იხრება უდიდესი თავმდაბლობით. როდესაც ის სთავაზობს ჩრდილს ან მფარველობას, ის სთავაზობს ამას ყოველ ჩვენთაგანს, მიუხედავად სიმდიდრისა, წოდებისა ან ნიჭისა. როდესაც ხე ისხამს ყვავილებს და ნაყოფს, ის მიწისკენ იხრება, რათა სამყაროს გაუყოს ისინი.
შეხედეთ დედამიწას, რომელიც ყველანაირად გვიცავს, გვასაზრდოებს და თავშესაფარს გვაძლევს. მაგრამ რა ზიანს ვაყენებთ დედამიწას! ის კი ყველაფერს გვპატიობს. აგერ ჩვენს თვალწინ შეგვიძლია დავინახოთ თავმდაბლობა ბალახის ნაგლეჯისა. როდესაც ბალახს ვუყურებთ ჩვენი ადამიანური თვალებით, ვგრძნობთ, რომ ეს რაღაც უმნიშვნელოა. ყველას შეუძლია დააბიჯოს მას. მაგრამ თუ შინაგანი თვალით ვუყურებთ, ჩვენ ვგრძნობთ, რა დიდია იგი. დილით ადრე, როდესაც ბალახზე ვხედავთ ნამს, ჩვენ ვამბობთ: „რა მშვენიერია!“ რამოდენიმე საათის შემდეგ ჩვენ შეიძლება გავიაროთ მასზე, ის მაინც არ ჩივის და აღშფოთებას არ გამოთქვამს. თუ მსუბუქად გავივლით ბალახზე, ჩვენ შევძლებთ დედამიწასთან ერთიანობის შეგრძნებას. თუ შინაგანი ნიჭი გვაქვს, რომ დავაფასოთ ბალახი, ჩვენ ვიტყვით: „რა თავმდაბალი და თვითგამცემია ის!“
*ხესავით მიწისკენ დავიხრები.* *მთასავით მივუტევებ და მაღლა ავწევ თავს.* *დედასავით ყოველთვის ვიფხიზლებ.* *გულივით ყოველთვის თაყვანს ვცემ.*