ჭეშმარიტი და ყალბი თავმდაბლობა
თავმდაბლობა არ ნიშნავს ყალბ მორიდებულობას. თავმდაბლობა არ ნიშნავს ბოლო რიგში ადგილის დაკავებას. როცა ამას აკეთებთ განზრახ, შეგნებულად, რათა აჩვენოთ თქვენი მოკრძალებულობა, სულაც არ ხართ მოკრძალებული.ყალბი თავმდაბლობა ისაა, რასაც აჩვენებს მონა თავის ბატონს. მონამ იცის, რომ, თუ ბრმად არ დაემორჩილება თავის ბატონს, თუ არ გამოამჟღავნებს გარეგან თავმდაბლობას, ბატონი მას დასჯის.
ჭეშმარიტი თავმდაბლობა სრულიად განსხვავებული რამაა; ის ერთიანობის გრძნობაა. თავმდაბლობა ნიშნავს სხვებისთვის სიხარულის ჩუქებას. აქ, დედამიწაზე, ჩვენ სიხარულის მიღება გვსურს. მაგრამ რანაირად? ჭეშმარიტი სიხარული თვითგაცემიდან მოდის, და არა ფლობით ან საკუთარი უპირატესობის ჩვენებით. როდესაც სხვებს ვანიჭებთ სიხარულს, ვგრძნობთ, რომ ჩვენი სიხარული უფრო სრული, უფრო სრულყოფილი, უფრო ღვთაებრივი ხდება. როდესაც სხვებს ვაგრძნობინებთ, რომ ისინი ჩვენნაირად საჭირონი ან კიდევ უფრო საჭირონი არიან, ჩვენ ვავლენთ ნამდვილ თავმდაბლობას.
ის, ვინც იცის თავმდაბლობის მნიშვნელობა, ჭეშმარიტად ღვთაებრივია. თავმდაბლობა თავადაა ჭეშმარიტი ღვთაებრიობა. თავმდაბლობა ჩვენი სულის სინათლეა, რომელიც ყველგან ვრცელდება. როდესაც სულის სინათლე ვლინდება ფიზიკური არსების მიერ კაცთა მოდგმასთან სრული ერთიანობის ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ვამჟღავნებთ ჭეშმარიტ თავმდაბლობას. არაფერს შეუძლია შემოვიდეს ადამიანში ისე ჩუმად და ამავე დროს ისე დამაჯერებლად, როგორც თავმდაბლობას.
სწორედ თავმდაბლობის წყალობით შეგვიძლია ყველაზე ღრმად ჩავიძიროთ და ყველაზე მაღლა ავიდეთ ჩვენს მედიტაციაში. თავმდაბლობაში ერთობაა, ერთობაში კი ჩვენი ღვთაებრივი რეალობაა.
*დარჩი უხილავი* *ნუ ეძებ ტაშს.* *მხოლოდ შენ, და სხვა არავინ,* *უსწრაფესზე უფრო სწრაფად* *შეძლებ სირბილს.*