ღმერთი აკაკუნებს მხოლოდ თავმდაბლობის კარზე-გულზე
მრავალი წლის წინ ინდოეთის დიდ სულიერ მასწავლებელთან - სვამი ბჰაშკარანანდასთან შეკრების დროს მივიდა მაძიებელი და რამოდენიმე კითხვა დაუსვა. ბჰაშკარანანდამ ყველას კითხვებს უპასუხა, მაგრამ იმ მაძიებლისას - არა. კითხვაზე პასუხის ნაცვლად მან შეურაცხოფა მიაყენა მაძიებელს და უბრძანა წასულიყო.ყველა შოკირებული იყო მასწავლებლის ქცევით, ძალიან დანაღვლიანებული მაძიებელი კი სახლში წავიდა. მაგრამ ამავე ღამეს მან სიზმარი ნახა, და სიზმარში სვამი ბჰაშკარანანდამ უდიდესი სიყვარულით უპასუხა მის კითხვებს.
მეორე დღეს მაძიებელმა ყველას უამბო, რატომ არ უპასუხა მასწავლებელმა მის კითხვებს დანარჩენების წინაშე. სხვები მასწავლებელს კითხვებს უსვამდნენ სრული გულწრფელობით და მოკრძალებით, ის კი - უზარმაზარი სიამაყით. ამიტომაც სვამი ბჰაშკარანანდამ მას შეურაცხოფა მიაყენა, პასუხის გაცემის სანაცვლოდ. იმ ღამეს კი სვამი ბჰაშკარანანდამ აპატია და უპასუხა მის კითხვებს სიზმარში. მაძიებელი ძალიან კმაყოფილი იყო პასუხებით და უაღრესად მადლიერი, რომ სვამი ბჰაშკარანანდამ გაასხივოსნა მისი სიამაყე.
სიამაყე ყოფს, თავმდაბლობა აერთიანებს. სიამაყე ბრმა ადამიანის ხედვაა, თავმდაბლობა ადამიანის-ღმერთის ხილვაა. მასწავლებელმა იცის, რომ მაძიებელი ვერაფერს მიიღებს, თუ სიამაყეა ის, რასაც ფლობს და რასაც თვითონ წარმოადგენს. თავმდაბლობა ამთვისებლობაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავმდაბლობა თავის მარად მზარდ ცხოვრებაში და მარად მოლივლივე გულში იწვევს ღმერთს-შემოქმედს და ღმერთს-ქმნილებას.